Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ლეგენდებით მოცული სახლი კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობას გაატარებს - ნახეთ ფოტოები
ambebi.ge
11 December 2017, 13:22
მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის პერიოდს კიევის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ლეგენდარულ სახლში გაატარებს. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.

მეცხრამეტე საუკუნის ვარდისფერი შენობის კედლებზე ტიტანების ქანდაკებებია გამოსახული. როგორც უკრაინული მედია წერს, შენობას ეწოდება "სახლი ტიტანებით" და ამ ადგილას ბინის შეძენა დღეს მხოლოდ "ფინანსურ ტიტანებს" შეუძლიათ. ერთოთახიანი ბინის ღირებულება აქ 220 ათას დოლარს აჭარბებს, 5-ოთახიანი ბინის ღირებულება კი /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); 3 მილიონსაც აღწევს.





segodnya.ua წერს, რომ კოსტელნაიას 7-ში მდებარე შენობა კიევის ყველაზე ფანტასტიკური სახლების ხუთეულში შედის. გამოცემის ინფორმაციით, სახლი, რომელზეც შიშველი მამაკაცების ქანდაკებები დგას, კიევში გიდების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და მას ტურისტებს აცნობენ, როგორც მე-19 საუკუნეში მამაკაცების ბორდელს. თუმცა, ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ მითია.

სახლის აშენება დიდგვაროვან ალექსანდრ კოზეროვსკის უკავშირდება, რომელმაც არქიტექტორ იგნატ ლედოხოვსკის პროექტით, 5-სართულიანი, მოდერნის სტილის სახლი ააშენებინა. ჩახუტებული სამი ტიტანის ქანდაკება კი სკულპტორ ფიოდორ სოკოლოვს ეკუთვნის. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, სახლის მფლობელი კოზეროვსკი ჰომოსექსუალი იყო, რაც მისი სურვილით შეკვეთილ სკულპტურებში გამოვლინდა.



მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს სხდომა ბოლო ინფორმაციით, თბილისის დროით 14:00 საათზეა დანიშნული. ამის შესახებ NewsOne-ს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა წერს. იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროცესი თბილისის დროით ჯერ 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, შემდეგ კი 13:00 საათისთვის გადაიდო.

"სხდომა სასამართლოს მეორე დარბაზში გაიმართება. ავტომატური განაწილების შედეგად მოსამართლედ ლარისა ცოკოლი დაინიშნა. ბრალდების მხარე ორთვიან სადღეღამისო შინაპატიმრობას მოითხოვს. ამავდროულად, სააკაშვილი ვალდებული იქნება საგამოძიებო მოქმედებებზე გამოცხადდეს", - განაცხადა ჩერნოლუცკიმ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი